მკვლელი, რომელიც ადამიანებს წამებით კლავდა და აბეტონებდა საქართველოშია

მკვლელი, რომელიც ადამიანებს წამებით კლავდა და აბეტონებდა საქართველოშია

დედა შვილის ნატო და გურამ კვეზერელების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. დედის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვნეს,  შვილის კი დედის დაკრძალვიდან 2 წლის შემდეგ კასრში ჩაბეტონებული. 2004 წელს ამავე მკვლელობაში ბრალდებულმა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ფულის მითვისების მიზნით მოკლა და შემდეგ დააბეტონა. მკვლელობების ავტორი გიორგი ყუფარაძე, ზედმეტსახელად „ბეტონა“  ქვეყნიდან გაქცეული იყო, იგი ათენში დააკავეს და ქართულ მხარეს რამდენიმე დღის წინ გადმოსცეს.

გიორგი ყუფარაძე 55 წლის, ცნობილია ზედმეტსახელად ბეტონა. ბრალად ედება დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა. იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა.

ორმაგი მკვლელობა რის გამოც ყუფარაძემ ქვეყანა დატოვა 2014 წლის დეკემბერში მოხდა. თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში ყოფილ კადეტთა კორპუსის სახლში სამართალდამცველებმა 1965 წელს დაბადებული  ნატო კვეზერელის გვამი იპოვეს. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნებოდა. სახლში დედა-შვილი მარტო ცხოვრობდნენ. ოჯახმა ქალი ისე დაკრძალა რომ მისი ერთადერთი შვილის, გურამ კვეზერელის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ნატო კვეზერელის მკვლელობიდან ორი წლის შემდეგ გაირკვა რომ მისი დაკარგული შვილიც მოკლული იყო. კვალზე სამართალდამცველები სუბოტექსის შენახვისთვის დაკავებულმა ვასილ გოშაძემ გაიყვანა. გოშაძეს უვადო პატიმრობა ემუქრებოდა თუმცა როგორც ირკვევა მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და დედა შვილის მკვლელობა აღიარა. სწორედ გოშაძემ დაასახელა თანამზრახველად გიორგი ყუფარაძე. გურამ კვეზერელის ცხედარს კოჯორში ყუფარაძის დედის სახლის ეზოში მიაგნეს.

გამოძიებამ დაადგინა რომ მას შემდეგ რაც გვამი არ გაფუჭდა გიორგი ყუფარაძემ და ვასილ გოშაძემ კასრი მიწაში დამარხეს და ბეტონი დაასხეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა რომ გარდაცვლილ გურამ კვეზერელს 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პროკურატურა დედა შვილის სასტიკი მკვლელობის მიზეზად თანხას ასახელებს. ირკვევა ისიც რომ გოშაძემ და ყუფარაძემ დედა შვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმეს.

ყუფარაძის წარსული საქმიანობა დედა შვილის მკვლელობაზე არანაკლებ შემზარავია. 2004 წელს სვანეთის უბანში მან ძმები, საქართველოში აზერბაიჯანიდან მანქანის შესაძენად ჩამოსული ილხამ და რახიმ ჰასანოვები მოკლა. შემდეგ კი ნაწირავები სახლის ეზოში ჩააბეტონა.

ბრალდებულმა ყუფარაძემ მაშინ აღიარა რომ აზერბაიჯანელი ძმები იარაღით მან მოკლა და სამართალდამცველებს შემთხვევის ადგილი აჩვენა. გაირკვა რომ ავტომობილის შეძენის მიზნით ყუფარაძემ ძმები სახლში მოსალაპარაკებლად მიიყვანა. შემდეგ მოკლა და დამარხა.

ყუფარაძეს სასჯელის ზომად 25 წელი განესაზღვრა თუმცა 2009 წელს ის მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრდა. 2013 წელს კი მსჯავრდებულმა საპატიმრო ამნისტიის საფუძველზე დატოვა. თუმცა როგორც ჩანს კრიმინალური საქმიანობა არ შეუწყვეტია. მასთან ერთად ბრალდებული ვასილ გოშაძე რომელმაც ყუფარაძე დაასახელა ახლა თავადაც საპატიმროშია. სუბოტექსის დიდი ოდენობით ფლობისთვის 2015 წლიდან სასჯელს იხდის.

გიორგი ყუფარაძისა და ვასილ გოშაძის მეგობრობა რუსთავის #6 დაწესებულებაში დაიწყო. ორივე მათგანი 2003 წელს ყოფილი დეპუტატის ლაერტ ზუბადალაშვილის ზურაბ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებდა. ზუბადალაშვილის მკვლელობა გიორგი ყუფარაძეს გარდაცვლილის სიმამრმა დაუკვეთა. თუმცა მაშინ ყუფარაძე ამბობდა რომ მისი მოკვლა ვერ შეძლო და საქმიდან გასვლა ამჯობინა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლის დახმარებით გავიდა მკვლელობაში ბრალდებული 2016 წლის ივნისში ათენში დააკავეს , მისი ექსტრადირება ამ დრომდე გაჭიანურდა რადგან დაკავებული თავშესაფარს ითხოვდა. უკვე ერთი კვირაა სასტიკ მკვლელობაში ბრალდებყული საქართველოში იმყოფება. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რა სასჯელს შეუფარდებს არაერთი სასტიკი მკვლელობის ავტორს.