უკრაინის ნაციონალური გვარდიის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი და 46 – ე ბატალიონის მეთაური 2014 წლდან უკრაინის თავისუფლებისთვის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა. პოლკოვნიკი ფილინი საქართველოში დაკავებულების შესახებ ყვება, მისივე ინფორმაციით შვიდივე დაკავებული „რადას“ ოპოზიციონერი დეპუტატის და დონბასის ყოფილი მეთაურის სემიონ სემეჩენკოს პირადი დაჯგუფების წევრები არიან. ასევე ფილინის ინფორმაციით შვიდივე მათგანი პირადად იღებდა მონაწილეობას იმ არეულობებში სადაც სემიონ სემეჩენკო ფიგურირებდა.
ალექსანდერ ნოვიკოვი იგივე „ჰამერი“ ფიგურირებს ადამიანის გატაცებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეში ასევე მის სახელს და გვარს უკავშირდება იარაღისა და საბრძოლო მასალის ქურდობა.
საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია ასევე ბრალდებულია პოლიციელის დაჭრის საქმეში და ისიც ასევე ბრალდებულია საბრძოლო მასალის ქურდობის საქმეში. სწორედ ლუკა ჩხეტია გაათავისუფლეს დეპუტატ სემიონ სემეჩენკოს თავდებობის შემდეგ. რაც შეეხება როლანდ მელიას ის რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ძებნილი, მის სახელს უკავშირდება სამართალდამცველზე ზეწოლა და ცემის ფაქტი, და ასევე მის ავტოფარეხში კარვების აქციის დროს აღმაოჩინეს დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და ეს სისხლის სამართლის საქმე გახდა იმის საფუძველი რომ ის ძებნილთა სიაში ჩაესვათ.
კონფიდენციალური წყაროების ინფორმაციით შვიდივე დაკავებული საქართველოში სწორედ სემიონ სემენჩენკოს მითითებით ჩავიდა ერთადერთი მისიით ეს არის არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა.