თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის, „კანონის და სამართალის" პრეზენტაცია ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ ჩარკვიანმა „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მის პარტიაში ბევრი ისეთი ცნობადი სახე იქნება, ვინც აქამდე არცერთი პარტიის წევრი არ ჰოფილა.
„პრეზენტაცია გაიმართება ინაუგურაციის შემდეგ, რადგან არ მინდა აღქმული იყოს, თითქოს ინაუგურაციის წინ საგანგებოდ გავმართეთ. წინასწარ შემიძლია გითხრათ მხოლო ის, რომ ძალიან საინტერესო პარტია იქნება, სრულიად დამოუკიდებელი და ამაში საზოგადოება ძალიან მალე დარწმუნდება.
„რაც შეეხება პარტიის წევრებს, ბევრს აქვს სურვილი გაერთიანდეს ჩვენს პარტიაში. მათ შორის ის ადამიანებიც არიან, რომლებიც არცერთი პარტიის წევრები არ ყოფილან. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან მეც არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვფყოფილვარ.
„მიხარია ისიც, რომ ჩვენს პარტიაში იქნება ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბევრი კვალიფიციური იურისტი და ცნობადი სახე, თუმცა მათ გვარებს დღეს ვერ დაგისახელებთ, რადგან დავარღვევ პირობას.
„გავრცელებელ ინფორმაციაზე, რომ ჩვენს პარტიაში იქნებოდა გიორგი უშიკიშვილი, მე თავიდანვე გავაკეთე განმარტება, რომ ჩვენი მხრიდან შეთვაზება არ ყოფილა და არც უშიკიშვილისგან მიგვიღია უარი, რაც თავად გიორგიმაც დაადასტურა.
„სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით შემიძლია გაითხრათ, რომ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ამისთვის უკვე ვემზადებით. ასევე ჩვენი მიზანია შეიცვალოს ის მახინჯი საარჩევნო სისტემა, რომელიც სამარცხვინოა ქვეყნისთვის", - განუცხადა თაკო ჩარკვიანმა „რეზონანსს".