გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საარჩევნო კამპანიაში აპირებს ჩართვას. „ნაციონალური მოძარაობის" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი ოპოზიციის აქციებში აღარ ჩაეთრვები, რადგან, მისი აზრით, საუბარი არალეგიტიმურობაზე და სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე ოპოზიციის ინტერესებს აზიანებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კოლეგის ამ გადაწყვტილებას არ იზიარებს „ნაცონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე და აცხადებს, რომ "შეირყა გემი და გამოჩნდნენ პირველი ვირთხები, სულ ერთი და იგივე ვირთხები, რომლებსაც მუდამ გამორჩენაზე მყოფთ, სხვა ინტერესი არ აქვთ".
შეირყა თუ არა „ნაციონალების" გემი და როგორ შეიძლება განვითარდეს შიდა პროცესები „ნაციონალურ მოძრაობაში", ამის შესახებ „რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა.
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, კრიზისული პერიოდი „ნაცმოძრაობას" 2012 წელსაც ჰქონდა, თუმცა, წლების დინამიკა გვაჩენებს, რომ მისი რეიტინგი უფრო და უფრო იზრდება.
„კრიზისის პერიოდი „ნაციონლურ მოძრაობას" 2012 წელსაც ჰქონდა, მისი რეიტინგი 13% იყო, მაშინ, როცა „ქართული ოცნების" რეიტინგი 63%-მდე ავიდა. მაშინაც დატოვა რამდენიმე ლიდერმა ორგანიზაცია, მაგრამ პარტია არ დაშლილა. პირიქით, წლების დინამიკამ აჩვენა, რომ პარტიის რეიტინგი უფრო იზრდებოდა და იგი პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსს დღესაც ინარჩუნებს.
„რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, არ მგონია, რომ ერთი ან ორი ლიდერის განცხადებამ, ან თუნდაც პარტიიდან წასლვამ დაღი დაასვას. პირიქით, შეიძლება ახალი სახეებით შეივსოს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
რამაზ საყვარელიძე: „როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ წევრებს, რომლებიც რეალურად აფასებენ მოვლენებს, აღიზიანებთ თანაგუნდელების განცხადებები, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და მიხვდნენ, რომ ამ ტიპის განცხადებების გარდა სხვა სტარტეგია აღარ აქვთ და გადაწყვიტეს დისტანცირება მოხდინონ.
„რაც შეეხება რყევებს პარტიაში, ყოველთვის ამ ნაბიჯს პარტიული ელიტა დგამს. ეს ტენდენცია ნაკლები იქნება მხარდამჭერებში, რადგან უმრავლესობას კვლავ იზიდავს სააკაშვილის ქარიზმა და მათი ნაბიჯები შეიძლება მკვეთრი არ იყოს.
„ამიტომ არ არის გაიმორიცხული, რომ პარტია დაიშალოს და უკვე გაყოფილმა პარტიულმა ელიტამ სულ ახალი მოძრაობა შექმნას, რომელსაც ექნება ახალი სტრატეგია, მეტი რესურსი და უნარი, უპასუხოს ახალ გამოწვევებს და არ იქნებიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის" ძველ თაობასთან", - განაცხადა „მთელ კვირასთან" რამაზ საყვარელიძემ.