ექსპერტი სოსო ცინცაძის განცხადებით, საფრანგეთის არეულობა ევროპის სხვა ქვეყნებს არ მოედება. ამას ექსპერტი იმით ხსნის, რომ ევროპის სხვა ქვეყნებში უფრო თავშეკავებული ხალხი ცხოვრობს.
"გერმანელები, იტალიელები არ არიან აქციების მოყვარულები. არაფერს ვამბობ შვედებზე, ნორვეგიელებზე, ფინელებზე, დანიელებზე, ესენი უფრო თავ შეკავებული ერები არიან. ამ ერებისგან განსხვავებით, ფრანგები გამოირჩევიან იმით რომ, მათ აქციების გასამართად უბრალოდ საბაბი სჭირდებათ. მიზეზი იმდენად არა, რამდენადაც საბაბი. მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს ჩათვალეს, რომ მათ მიზეზიც აქვთ“, - განუცხადა „2020NEWS“-ს სოსო ცინცაძემ.
როგორც მან სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, საფრანგეთის არეულობა არც ევროკავშირს აწყობს, რადგან ეს ორგანიზაცია ახლა ირანთან და ტრამპთან არსებული პრობლემებით არის დაკავებული.
"არც ევროკავშირში და არც სხვაგან, საფრანგეთის კრიზისი არავის აწყობს. მაკრონის გადადგომას პოლიტიკური კრიზისი მოყვება. ახალი პრეზიდენტის არჩევა დესტაბილიზაციასთან არის დაკავშირებული. ეს ევროკავშირს აბსოლუტურად არ აწყობს. მითუმეტეს, როდესაც დღეს უფრო დიდი პრობლემები აქვს, იგივე ირანთან დაკავშირებით, იგივე ტრამპთან ურთიერთობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარიზში „ყვითელჟლეტიანთა“ აქცია მიმდინარეობს, აქციის დროს მაკრონის მთავრობამ ცრემლსადენი გაზი გამოიყვანა, ხოლო ათობით მომიტინგე კი დააკავა. პარიზის მსგავსი აქცია უკვე ბრიუსელშიც გაიმართა, ბელგიის დედაქალაქშიც პოლიციამ აქტივისტები დააკავა.