სააკაშვილი თავისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსს გიორგი არველაძეს დაუპირისპირდა

სააკაშვილი თავისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსს გიორგი არველაძეს დაუპირისპირდა

მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა გიორგი არველაძემ, რომელიც ახლა კიევში ცხოვრობს, ახალგაზრდობა გააკრიტიკა და მათ უთავმოყვარეო, უტვინო ჯოგი უწოდა:

"საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი.

ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით".

სააკაშვილმა ზუსტად 2 საათში უპასუხა თავისი ადმინისტრაციის უფროსს:

"სინამდვილში,არასდროს არ გვყოლია ასეთი მაგარი ახალგაზრდობა,როგორც ახლა.მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მათთან და ძალიან ვამაყობ მათით .

ძვირფასო გიორგი,თუ მართლა ძვირი წამოგცდა მათი მისამართით,ძალიან შემცდარხარ და იმედია,შეიცვლი შენ აზრს..."