რუსთავში ქალებმა კაცს

რუსთავში ქალებმა კაცს "დასაძინებელი" ჩაუყარეს და შემდეგ გაქურდეს

რუსთავში, კოსტავას გამზირზე, უგონოს მყოფი 50 წლამდე კაცსს 5 ათასი ლარა მოპარეს

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დაზარალებულს ორმა ახალგაზრდა ქალმა ალკოჰოლურ სასმელში დაუდგენელი ნივთიერება შეურია, სასმელი მამაკაცს მოტყუებით დაალევინეს რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. სიტუაციით ქალებმა ისარგებლეს და მამაკაცი გაქურდეს.

ერთერთი თვითმხილველისინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ღამის საათებში 2 გოგოსთან ერთად კოსტავას გამზირზე გადაადგილდებოდა, მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი და ტკბილეული შეიძინა, რის შემდეგად ტერიტორია დატოვა, მოგვიანებით კი ის ქუჩაში უგონო მდგომარეობაში ნახეს.

მამაკაცი მძიმე ინტოქსიკაციით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ პაციენტმა ერთი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, ხოლო ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.