"ეს თანამდებობა თვეების წინ არაერთხელ შემომთავაზეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, რადგან იმ მიმართულებით, რასაც მთავაზობდნენ - ღონისძიებების, ივენთების და ა.შ. დაგეგმვის გამოცდილება არ მქონდა", - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი სოფო ხალვაში აკეთებს, რომელიც ბათუმის მერის მოადგი¬ლის თანამდებობაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
როგორც სოფო ხალვაში ამბობს, რომ მერიაში სამსახურის დაწყება არ უკავშირდება, საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცეტრში მონაწილეობის მიღებას.
აქვე გეტყვით, რომ მომღერალი წლების განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ტალღის წამყვანი იყო, ის ტელეეთერიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
"მე საარჩევნო (ადგილობრივი თვითმმართველობის) კამპანიაში¬ 2017 წელსაც ვმონაწილეობდი, მთელი თვე მმართველი პარტიის კანდიდატთა მხარდასაჭერ კონც¬ერტებზე ვმღეროდი, მაგრამ ამჯერად მითხრეს, რომ დაუშვებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, რომ კანონის დარღვევაა. მე მაშინაც ვაცნობე ეს ტელევიზიის დირექციას და ახლაც. მაშინ შვებულებაში გამიშვეს. ახლა ლაპარაკი იყო ერთ დღეზე და ეს კონცერტი ჩემს სამუშაო გრაფიკს ხელს არ უშლიდა. შევ¬თავაზე, იქნებ ჯობდეს, ახლაც შვებულებაში გავიდე-მეთქი, მაგრამ თურმე, მიზეზთა გამო, ესეც ვერ მოხერხდებოდა.
კონცერტზე გასვლის შემდეგ¬ სოციალური ქსელიდან შევიტყვე, რომ მომხსნეს ტელეეთერიდან. უფრო სწორად, რამდენჯერმე შეცვალეს ტექსტი - ხან წერდნენ, რომ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს მომხსნეს, ხან - საერთოდ მოხსნილია ეთერიდანო. საბოლოოდ ტელევიზიიდან მომივიდა წერილი, სადაც ეწერა, ამ ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითი ბარათი დამეწერა. მე განცხადება დავწერე სამსახურის დატოვებაზე. ამის შემდეგ შემატყობინეს, რომ როგორც წამყვანი, მოხსნილი ვარ ეთერიდან და მხოლოდ მუსიკალურ გამფორმებლად დამტოვეს", - აცხადებს ხალვაში "კვირის პალიტრადან".