სიცოცხლისთვის საშიში და მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა

სიცოცხლისთვის საშიში და მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა

მკვლელი ნარკოტიკი ისევ გამოჩნდა. "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ნივთიერება, რომლის მოხმარებას მძიმე ინტოქსიკაციის 3 შემთხევა მოჰყვა, ახალგაზრდებმა ერთ-ერთი ვებგვერდის საშუალებით შეიძინეს.

მოწამვლა შესაძლოა, გამოწვეული იყოს ერთ-ერთი სინთეზური ოპიოიდით, რომლის მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.

ნივთიერება, რომელიც უმძიმეს შედეგებს, მათ შორის, კომატოზურ მდგომარეობას იწვევს, ახალგაზრდებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრი, დავით სუბელიანი, ამბობს, რომ მოქალაქეებმა ნარკოტიკული საშუალება MDMA ერთ-ერთი გავრცელებული ინტერნეტსაიტიდან შეიძინეს. აღნიშნულ პირებს ამ ნივთიერების მიღების შემდეგ სხვადასხვა სიმპტომი გამოუვლინდათ.