„ყველას უნდა უჩივლო, რომ ცოტა აზრზე მოვიდნენ,“ - ირმა სოხაძე ნინი ქარსელაძის სარჩელზე

„ყველას უნდა უჩივლო, რომ ცოტა აზრზე მოვიდნენ,“ - ირმა სოხაძე ნინი ქარსელაძის სარჩელზე

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ პროკურატურაში იმ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ვინც მას „ფეისბუკის" საშუალებით ემუქრებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ამ საკითხზე პროკურატურაში დაიბარებენ მომღერალ მაია დარსმელიძესა და სხვა ცნობილ ადამიანებსაც.

სოხაძე ქარსელაძის სარჩელს ეთანხმება. მისი თქმით, აუცილებელია პროკურატურის რეაგირება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს.

„ამ სისულეეებს რომ წერენ, ანდა უშვერი სიტყვებით ლანძღავენ და წყევლიან ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ყველას უნდა უჩივლო, რომ ცოტა აზრზე მოვიდნენ. სამართლიანობა უნდა აღდგეს. აბსოლუტურად ვეთანხმები ნინის.

„არ ვიცი ანალოგიურ სიტუაციაში რას ვიზამდი, შესაძლოა ყურადღება არც მიმექცია. ადამიანები, ვინც ამის უფლებას აძლევენ თავს, საჯაროდ უშვერი სიტყვებით გალანძღონ და აგინონ ადამიანს, ისინი არანაირ ყურადღებას არ იმსახურებენ.

„მე ნინისიც მესმის, ნამდვილად არ შეიძლება ასე უმტკივნეულოდ გატარდეს და შერჩეს ყველას. ამ თავაშვებულობას და განუკითხაობას საზღვარი არ აქვს. ადამიანებს ელემენტარული ქცევის ნორმები აღარ ახსოვთ. ალბათ, სასამართლო უნდა ჩაერიოს, რომ დარეგულირდეს ეს ყველაფერი.

„ამ მარაზმის ატანა წარმოუდგენელია. ეს ხალხი მგონი საერთოდ შეიშალა. ერზე რომ განავრცობენ, მეცინება ხოლმე. რა შუაშია ერი? ეს არის მცირე კატეგორია იმ უსაქმური ადამიანების, ვისაც მეტი აღარაფერი შეუძლიათ ვითომ პატრიოტობის ნიღბით იშოვეს საქმე. თუ შენ მათ აზრს არ იზიარებ, შენ ხარ მოღალატე, გამყიდველი და ქვეყნის უბედურების სათავე," - განაცხადა ირმა სოხაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.