ცოტნე გამსახურდია აღშფოთებას ვერ მალას და ფეისბუქში კვლავ უაღესად ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"თქვენს ყველას დედას ***, ვინც წერთ - რურუამ რა დააშავა, არავის გაუსამართლებიაო!
თქვე ძაღლიშვილებო, მამა მომიკლეს, რომელმაც ეს ქვეყანა შექმნა, სახლ-კარი გამიძარცვეს და გადამიწვეს, აგერ ვარ ცოცხალი მაგალითი, და კაციშვილს ამაზე პასუხი არ უგია! აგერ, ერთ თვეში გადის ხანდაზმულობის ვადა, 25 წელი, და გიორგაძის სპეცრაზმის, "ალფას" უფროსი, ვინც ამაში მონაწილეობდა, მხოლოდ ახლა, მორიდებით და მეგობრულად დაკითხა ივანიშვილის პროკურატურამ!
ესე იგი, რადგან ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, რადგან ამნაირ გარეწრებს პასუხი ხელისუფლებამ არ აგებინა, ჩემი ბრალია?! და ეს სამართალი აქ სწორედ იმიტომ არ არსებობს, რომ ასეთი უზნეო, ვიგოდნიკი, მატყუარა და თითლიბაზი უმრავლესობა ცხოვრობს აქ, რომელიც ყველა ბოთლს მოერგება, თუ დასჭირდება, და მისთვის სიმართლე, ზოგადად - სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია!"