მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას წაიყვანს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე გადაცემას წაიყვანს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ არხზე წინასაარჩევნო გადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაცია იფორმაცია სააკაშვილმა "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილი გადაცემას ტელეკომპანია - "Zik"-ის ეთერში წაუძღვება.

გადაცემის ანონსის მიხედვით, „სააკაშვილი მაყურებელს გასულ წლებში უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გაახსენებს, რათა მოქალაქეებმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააზრებული არჩევანი გააკეთონ".

გადაცემის სახელწოდებაა - „ჯოკერი" , რომელიც ეთერში 7 დეკემბრიდან გავა.