"ნიკა რურუა ის კაცი იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა საკუთარი სიცოცხლის ფასად" - დოდო გუგეშაშვილი

თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი დღეს ზანდუკელის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ნიკა რურუას ოჯახს, პოლიტიკოსის გარდაცვალების გამო სამძიმარი პირადად გამოუცხადა.

ნიკა რურუა ის კაცი იყო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა საკუთარი სიცოცხლის ფასად... ეს იყო კაცი, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის იყო გადადებული და კაცი, რომელიც უკიდეგანოდ განათლებული იყო. ეს იყო კაცი, რომელმაც მეგობრობის და სამხედროს ფასი იცოდა. ვინც ამ ოჯახს იცნობს, იცის, რომ ნიკა რურუა იმ ოჯახის შვილია, რომელიც მუდმივად ქართულ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გუშინ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.