ვაშაძემ სააკაშვილი თხასავით გაყიდა

ვაშაძემ სააკაშვილი თხასავით გაყიდა

იგი უკრაინაში  საპრეზიდენტო არჩევნებზე პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს.

იგი ამტკიცებს, რომ პოროშენკოსთვის რამდენიმე წელია მუშაობს და ამაში ახალი არაფერია.

„ცოტა მიკვირს, ეს ინფორმაცია ახლა რომ გავრცელდა. მე პოროშენკოსთან ვმუშაობ უკვე რამდენიმე წელია. ანტიკორუფციული სასამართლოდან დაწყებული, ანტიკორუფციული ბიურო, ყველა ეს ჩვენი შემუშავებული პროექტია. ახალი რა არის ამაში, ვერ ვხვდები. საარჩევნო თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკური და ზოგადად, რეგიონული განვითარების პროგრამა იქნება ჩემს მიერ შემუშავებული, რომელსაც დაეყრდნობა პოროშენკო ამ არჩევნებში - აცხადებს სააკაშვილის თანამებრძოლი.

როგორც თვითონ ამბობს, იგი უკვე სამი წელია რაც, ყოველ კვირას დაფრინავს უკრაინაში.