წინასაარჩევნო მესიჯები და ქართული ოცნების სოფლის განვითარების მილიარდიანი პროგრამა - ირაკლი ალასანია სოფელ ორულში მოსახლეობას შეხვდა. სამეგრელოში კოალიცია ქართული ოცნების ფართომასშტაბიანი მანიფესტაცია, ანუ როგორც მას ალასანიამ უწოდა - ქართული ოცნების სოლიდარობის აქცია, 9 სქტემბერს გაიმართება. ალასანია ამბობს, რომ ზუდიდის აქცია სხვა რეგიონებისგან გამორჩეული და მასშტაბური იქნება. კოალიციის ლიდერი სამეგრელოს სოფლებში დადის და პირადად თხოვს ადგილობრივებს, პირველ ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ და გააკეთონ პირადი არჩევანი, რადგან მათი მონაწილეობა ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება.