ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია, თანაგუნდელებთან ერთად, გლდანის მოსახლეობას შეხვდა. ამომრჩეველთა შეხვედრა ახმეტელის თეატრში შედგა. ინგა გრიგოლიამ, ლევან ვეფხვაძმე, გიორგი ახვლედიანმა და მაგდა ანიკაშვილმა გლდანელებს სიტყვით მიმართეს და „ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო პროგრამა გააცნეს ინგა გრიგოლიამ სიტყვით გამოსვლისას გლდანელებს მისი პირადი ტელეფონის ნომერიც გამოუცხადა რათა ამომრჩევლებმა მასთან ნებისმერ თემაზე პირადად შეძლონ დაკავშირება.