აგრესიის ახალი ფორმა ქართული ოცნების წინააღმდეგ - სენაკში კოალიციის დეპუტატობის კანდიდატთან სასაუბროდ შეკრებილ ადამიანებს ქვები დაუშინეს. გურამ ოდიშარია სოფელ მენჯში სასტუმრო კოლხიდაში მცხოვრებ დევნილებს წინასაარჩევნო პროგრამას აცნობდა, როცა შეკრებილ საზოგადოებას ადგილობრივი მკვიდრი სოსო ლუკავა შეუერთდა და ეს შეხვედრა გააპროტესტა. ამის მერე ის რვასართულიანი სასტუმროს მეხუთე სართულზე ავიდა, სახეზე შავი ნაჭერი აიფარა და აივნიდან ქვების სროლა დაიწყო. ლუკავა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი პოლიციაში განაცხადეს, რომ ინციდენტის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.