ხმაურიანი იყო ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა. მამუკა ჩიქოვანმა წინა საარჩევნო პროგრამა მე-17 მიკრო რაიონის ამომრჩევლებს გააცნო. ადგილობრივების ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. რუსთაველები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ შიდა კვარტალური გზების მოუწესრიგებლობის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო.