ეუთოს სადამკვირვებლო მისია „ქართული ოცნების" მიერ გადაცემულ მასალებს შეისწავლის, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. დახურულ ფორმატში ერთ საათს გაგრძელდა ეუთოს დელეგაციისა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცახდებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებთან ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ალასანია დადებითად აფასებს წინასაარჩევნო მონიტორინგის ადრეულად დაწყებას.