საქართველოს პრეზიდენტმა ჭიათურის სოფლების მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა სოფელ პერევისაში გამართა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის ისევ დახურული იყო. მიხეილ სააკაშვილი სოფელში ვერტმფრენით ჩაფრინდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, სოფლის საკრებულოს ეზოში მოსახლეობა ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით მიიყვანეს. პრეზიდენტი ადგილობრივებს სახლებში წყლისა და ბუნებრივი აირის მიყვანას დაჰპირდა