ფოთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელით ცნობილი ისტორიული ძეგლის ერთი ნაწილი შესაძლოა ქალაქის რეაბილიტაციის პროექტს შეეწიროს. მერიაში ინფორმაციას ამის შესახებ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ქალაქის ცენტრში, სადაც მე-16 საუკუნით დათარიღებული კოშკი მდებარეობს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება თავად პრემიერმა მერაბიშვილმა დააანონსა. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. 21 სექტემბერს რეაბილიტირებული ცენტრის პრეზენტაციაზე პრეზიდენტ სააკაშვილს ელოდებიან.