„ქართული ოცნების" წარმომადგენელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუქარაში ადანაშაულებს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის კოორდინატორი ერასტი მეტრეველი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები მას კოალიციიდან წამოსვლას აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებიან, რის გამოც მეტრეველმა, მასზე დევნისა და ზეწოლის შეწყვეტის მიზნით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მეტრეველის ადვოკატი ეჭვობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნას და სისხლის სამართლის საქმის წამოწყებას ცდილობენ.