შალვა შავგულიძე ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუშინ ამომრჩეველს ჯერ მზიურთან, მოგვიანებით კი ვაკის საცურაო აუზთან შეხვდა. შავგულიძემ მოსახლეობას პოლიტიკური გეგმები გააცნო, მათი პრობლემები მოისმინა და შეკითხვებს უპასუხა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა ქართულ სასამართლო სისტემაშია. შავგულიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაკის მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურად ატარებს.