ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბროლაურში გოჩა ენუქიძე ბრატისლავის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მასთან ერთად შეხევდრაზე მოძრაობის ლდიერები - პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, ასევე რაჭა-ლეჩხუმში პრეზიდენტის რწმუნებული დავით გაგოშიძე იმყოფებოდნენ. შეხვედრას ორგანიზაციის „საქართველო არ იყიდება" ხელმძღვანელი გიგა ნასარიძეც ესწრებოდა. შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო გეგმებსა და ამბროლაურში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს, მოძრაობის ლიდერები მოსახლეოაბს ამ რობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.