მშენებლობა 5 ნომრიანი მაისურებით. ამბროლაურის ცენტრში, პოლიციის გევრდით ერთ-ერთი შენობის რეაბილიტაციაზე დასაქმებულ მუშებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭრების მაისურები აცვიათ. მეცხერ არხმა მათთან ამ საკითხზე გასაუბრება სცადა, თუმცა, მუშები ვერ აკონკრეტებენ, ვისი მითითებით აცვიათ მაისურები. მათთვის ასევე უცნობია, თუ რა უნდა განთავსდეს რეაბილიტირებულ შენობაში. სამუშაოები დაახლოებით ორი კვირაა, მიმდინარეობს.