„ქართულ ოცნებაში“ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა(VIDEO)

„ქართულ ოცნებაში“ საგანგებო ბრიფინგი გაიმართა(VIDEO)

მაია ფანჯიკიძემ აღმაშფოთებელი უწოდა საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოიხსენია, როგორც "ქართული ოცნების" ლობისტი. ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გააპროტესტებს და გააკრიტიკებს მთავრობის აღნიშნულ განცხადებას.
მისივე თქმით, მთავრობის განცხადებაში მოყვანილი ციფრები რეალობასთან შეუსაბამოა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშებს ინკასო დაადო და აგვისტოში შემოწირულობის სახით შემოსული 122 000 ათასი ლარი ბიუჯეტში მიმართა, რამაც საფრთხე შეუქმნა კოალიციის პოლიტიკურ საქმიანობას, ანგარიშებზე დარჩენილი ლარი კი განულებულია", - განაცხადა ფანჯიკიძემ და ჟურნალისტებს კოალიციის დაყადაღებული ანგარიშების ამსახველი დოკუმენტები წარუდგინა.

ამავე ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ მედიის წარმომადგენლებს აცნობა, რომ "ქართული ოცნება" საარჩევნო ნომერ 41-თან დაკავშირებით ხელისუფლებასთან პოლემიკას აღარ აპირებს .
"ჩვენ გადავწყვიტეთ, სიხარულით შევხდეთ ახალ ნომერ 41-ს, რომელიც მოგვენიჭა. ვპირდებით ამომრჩევლებს, რომ არჩევნებს მოვიგებთ ნომერი 41-ით", - განაცხადა ფანჯიკიძემ.