ხმაური იყო ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზეც. მოსახლეობასთან შესახვედრად მისულ გუბაზ სანიკიძეს ბავშვები დახვდნენ, რომლებიც პრეზიდენტის სახელს სკანდირებდნენ. ქართული ოცნების აქტივისტი ამბობს, რომ კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატს პატარები განგებ დაახვედრეს, რაც ქალაქის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა პროვოკაციისთვის გამოიყენა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა საინფორმაციო სააგენტო ინფო-9-მ გაავრცელა.