ქართული ოცნების წევრების დაკავება ხონში(VIDEO)

ქართული ოცნების წევრების დაკავება ხონში(VIDEO)

ხონში ქართული ოცნების წევრი სოსო სულავა და რესპუბლიკური პარტიის ხონის ორგანიზაციის თავმჯდმარე კობა კუბლაშვილი დააკავეს. მათ ბრალი წვრილმან ხულიგნობაში ედებათ. ხონის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით, დაკავებულებსა და ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორს შორის რამდენიმე დღის წინ მცირე შელაპარაკება მოხდა და სწორედ ეს გახდა დაკავების მიზეზი. სოსო სულავა და კობა კუბლაშვილი ქუთაისის სამხარეო სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატ სოფიო გრძელიშვილის განცხადებით, დაკავება უკანონოა, რადგან წვრილმანი ხულიგნობის ფაქტს ადგილი არ ქონია. ადვოკატის თქმით, სულავასა და კუბლაშვილს სავარაუდოდ ადმინისტრაციული წესით დასჯიან რაც 90 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.