წუხელ ბოლნისში ქართული ოცნების წევრი ნოე ახაშვილი სამართალდამცავებმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც დაკავებულის შვილი ელენე ახაშვილი ამბობს, მანქანიდან გადმოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა ნოე ახაშვილი ძალის გამოყენებით, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩასვეს ავტომობილში და წაივანეს. მის შვილს კი ტელეფონი წაართვეს, შემდეგ სამართალდამცევლებმა ტაქსის მძღოლებს მისცეს მითითება, რომ ელენე ახაშვილი ტერიტორიიდან არ გაეყვანათ. კოალიციის წევრებს პოლიციაში ნოე ახაშვილის დაკავების მიზეზი არ განუმარტეს. ადვოკატმა კობა კობახიძემ დაკავებულთან გასაუბრება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როდესაც ის ბოლნისის პოლიციიდან მარნეულის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს.