ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ ლიდერი მზად არის კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა კიდევ გადარიცხოს, თუმცა სანაცვლოდ ერთ პირობას აყენებს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, კახეთის რეგიონს მორიგი სტიქია დააყდა თავს, რომლის ეპიცენტრიც სოფელ ჩუმლაყში იყო. "მძიმე მდგომარეობაა გურჯაანში, ბევრი რაიონი დაისეტყვა. საგარეჯოში 50%-მდე მოსავალია განადგურებული, ძალიან ცუდია, რომ ამ გაჭირვებულ ჟამს ბუნებაც განსაცდელს გვიმზადებს. ისედაც გაჭირვებული ჩვენი მოსახლეობა ამ განსაცდელსაც უპირისპირდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მათ დავეხმაროთ, მაგრამ კანონიერი დახმარების საშუალება არ გვაქვს. ის ირიბი გზა, რაც 80 მილიონის გადარიცხვის სახით გამოვნახე, ამ ხალხის სასარგებლოდ გამოყენებული არ არის. კეთილი ინებონ და ხალხს აუნაზღაურონ დანაკლისი, არა მოგონილი თანხებით, არამედ - ზარალის შესაბამისად", - აღნიშნა ივანიშვილმა.