20 აგვისტოს საღამოს 20 საათზე გორის თეატრის ეზოში უფასო დისკოთეკა გაიმართა. აქციის მხარდამჭერი და დამფინანსებელი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იყო. მისი ორგანიზება კი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულმა სამსახურმა გასწია. დისკოთეკა დაახლოებით 2 საათში დასრულდა.