თინათინ ხიდაშელი უწყებათაშორის კომისიას სოფელ იორმუღალოში მომხდარი ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს(VIDEO)

თინათინ ხიდაშელი უწყებათაშორის კომისიას სოფელ იორმუღალოში მომხდარი ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს(VIDEO)

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, იორმუღალოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა უკვე სამი დღეა გადაგზავნილია უწყებათშორის კომისიაში და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან. ხიდაშელი მათგან ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს და აცხადებს, რომ ჩხუბის ინიციატორები ადგილობრივი ჩინოვნიკების ახლობლები იყვნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის წევრები დააკავეს. ხიდაშელის განმარტებით, მათი დაკავება დამნაშავეების ჩვენებების საფუძველზე მოხდა.

"მივმართავ უწყებათშორის კომისიას და პირადად გიგა ბოკერიას, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი და განმიმარტონ, რატომ არიან დაკავებულები ჩემი შტაბის წევრები. ერთი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და მეორე, რომელიც მხოლოდ აშველებდა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მაჟორიტარობის კანდიდატი აფრთხილებს ყველა გამგებელს და პოლიციელს, არ გაბედონ ხელის შეშლა მის მიერ სოფელ იორმუღალოშო დაგეგმილ შეხვედრებში. ხიდაშელის განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნულ სოფელში ის მაინც ჩავა და დაგეგმილ შეხვედრებს აუცილებლად ჩაატარებს.