პრეზიდენტზე შეყვარებული (VIDEO)

პრეზიდენტზე შეყვარებული (VIDEO)

პრეზიდენტის "ფანი" საჯარო მოხელე და სახელმწიფო შენობაში გაკრული მმართველი გუნდის წინასაარჩევნო პლაკატი. იმის მიუხედავად, რომ გურჯაანის გამგეობის სოციალური მომსახურების სპეციალისტ მარინე ჩითინაშვილს პრეზიდენტთან პირადი ნაცნობობა არ აკავშირებს, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძალიან უყვარს.

პრეზიდენტის ფოტოებთან ერთად საჯარო მოხელეს საკუთარ სამუშაო მაგიდასთან ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პლაკატი ჰქონდა გაკრული, თუმცა ჟურნალისტების დაინტერესების შემდეგ კედელს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფოტოები შემორჩა.