ბაგრატში ჯვრის აღმართვაზე მოსახლეობა მმართველი პარტიის აქტივისტებს მთელი იმერეთიდან ჩაჰყავდათ. ტაძრის ეზოში შეკრებილთა ნაწილს წითელი, 5 ნომრიანი მაისურები ეცვათ. მოსახლეობა არ მალავდა, რომ მათი ტრანსპორტირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მოხდა. ჯვრის აღმართვის ცერემონიამ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა.