საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის პიაცაზე მდებარე ბუტიკ-სასტუმრო გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი სასტუმრო დაათვალიერა და მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ქალაქში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ, ეტაპობრივად, რეაბილიტაციის პროცესი ბათუმის ყველა ქუჩაზე დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი, საუბრისას, სამომავლო პროექტებსაც შეეხო და საქართველოს აღმშენებლობის თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, თითოეულ ახალ პროექტს ეკონომიკური დატვირთვა აქვს და მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.