დავით უსუფაშვილმა პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან გამართა(VIDEO)

დავით უსუფაშვილმა პირველი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან გამართა(VIDEO)

ეგიდით “ჩემი პირველი არჩევანი“, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქართველ იუნკერთა სახელობის თბილისის 52-საჯარო სკოლასთან გამართა. მისი თქმით, თითოეულმა ახალგაზრდამ კარგად უნდა განსაზღვროს, თუ ვის უნდა მისცეს ხმა არჩევნებზე, რათა შემდეგ სანანებელი არ გაუხდეს.

„ყველა იმ პირს, რომელიც პირველად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ვუსურვებ, გააკეთოს სწორი არჩევანი. ერთი მხრივ, წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავალში და მეორე მხრივ, მერე სანანებელი არ ჰქონდეს არჩევანი. ყველას აქვს საშუალება კარგად დააკვირდნენ ვინ უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და ვინ ამოწურა ქვეყნის მართვის რესურსი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.