ლიკვიდაციის საფრთხე(VIDEO)

ლიკვიდაციის საფრთხე(VIDEO)

ყოფილი ჟურნალისტი ამჟამად კი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი სპეცსამსახურებში დაგეგმილი ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობს.
ელისო ჩაფიძე ირწმუნება, რომსამიზნე თავად არის.

ტყიბულის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მტკიცებულებებს, ჯერ არ ასაჯაროებს, თუმცა თავდაცვის მიზნით მასალები დიპლომატიურ კორპუსს უკვე გადასცა. ღია განცხადების მიუხედავად, რომელიც ყოფილმა ჟურნალისტმა პრესით გაავრცელა, შესაძლო თავდასხმის მცდელობაზე,შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკვლევაც კი არ დაუწყია.
პოლიცია ჩაფიძისგან წერილობით მიმართვას და მტკიცებულებებს ელოდება.