"სწორედ ასეთმა კაცმა უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა“(VIDEO)

ქართული ოცნების“ ლიდერმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ზუგდიდში „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ალასანია კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს და აფხაზეთის ომშიც იბრძოდა. ირაკლი ალასანიამ მხარდამჭერებს გამარჯვების იმედი მისცა. ივანიშვილი ზუგდიდელებს დაჰპირდა, რომ ოქტომებრის არჩვენბში ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ, კოალიციის მთავარი მიზანი კი მოსახლეობის დასაქმება და ტერიტორიების დაბრუნება იქნება, აგრეთვე ბიზნესის თავისუფლება.

კოალიცის ლიდერის განცხადებით, სამეგრელოში კარდაკარის ჩატარებისას აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმაო მხარდამჭერები გააჩნია.

"ამ ხელისუფლებას არ უნდა თავისუფალი ხალხი, ჩვენ ხალხს დავუბრუნებთ თავისუფლებას, მოემზადეთ გამარჯვებისთვის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.