"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ პრობლემებს მოუსმინა. თეა წულუკიანმა "ქართული ოცნების" პრიორიტეტად ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და უმუშევრობის დაძლევა დაასახელა.