საზოგადოებამ დღეს საკუთარ თავს უნდა დაუსვას ძალიან კონკრეტული კითხვა: არის თუ არა საზოგადოება, მთლიანად საქართველო დღეს იმაზე უკეთესად, ვიდრე იყო 8 წლის წინათ? -- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა იმერეთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც არჩევნების თემაზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, თუ შეკითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ ხელისუფლებას უნდა მიეცეს საშუალება, რომ კიდევ უფრო უკეთესი პირობები შექმნას. იმერეთში მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან, სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდა.