საპროტესტო აქცია ვანის საოლქო საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეებმა გიორგი ჩახუნაშვილის დამოუკიდებელ კანდიდატად არდარეგისტრირება გააპროტესტეს. აქციაზე მისულმა დამოუკიდებელი კანდიდატის სანიციატივო ჯგუფის წევრებმა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ღია წერილი გადასცეს და საოლქო კომისიისგან ახსნა-განმარტება ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.