ბიძინა ივანიშვილმა ბაღდადში ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების საფუძველზე დაკისრებულ უკანონო ჯარიმებზეც გააკეთა კომენტარი. კოალიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ არც ის და არც კახი კალაძე ამ უკანონო ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკისრებულ ჯარიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიან, თუ ამ თანხით სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს.