კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებს პოლიციამ დიდგორში მისასვლელი გზა გადაუკეტა. სამართალდამცავების განმარტებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები დღესასწაულზე „დაპატიჟებულთა“ სიებში არ იყვნენ და მათ დიდგორის ველზე შესვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცემოდათ, რაც იქ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება დასრულდებოდა.
სამართალდამცავების წინააღმდეგობის პარალელურად დიდგორის შესასვლელში დღეს ერთგვარ პროვოკაციასაც ჰქონდა ადგილი. ტერიტორიაზე, სადაც საპატრული პოლიცია იყო გამაგრებული, „ქართული ოცნების“ მაისურში გამოწყობილი, ნასვამი ქალბატონები გამოჩდნენ, რომლებიც სპეციალურად ხმამაღლა აღნიშნავდნენ, რომ ვითომ მათ, ღონისძიებაზე მოსვლისათვის გარკვეული თანხა გადაუხადეს. არცერთი მათგანი კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი არ არის.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა დიდგორის ველზე შესვლა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ტერიტორია პრეზიდენტმა და ნაციონალური მოძრაობის აქტივმა დატოვა.