საპატრულო პოლიციამ დიდგორობაზე მიმავალი ქართულო ოცნების სამარშუტო ტაქსები თბილისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით გააჩერა. სამი სამარშუტო ტაქსი, რომლებსაც ოცნების ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დიდგორობის აღსანიშნავად გადაჰყავდა, საპატრულო პოლიციამ საჯარიმო სადგომებზე გადაიყვანა. ახალგაზრდების თქმით საპატრულო პოლიცია მათ ჯერ კიდევ ოფისებიდან აედევნა და მათი სამარშუტო ტაქსების ნომრები დააფიქსირა. კოალიციის მხარდამჭერები დიდგორში კერძო ტაქსებით წავიდნენ.