მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩხოროწყუში ლევან იზორია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს(VIDEO)

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩხოროწყუში ლევან იზორია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს(VIDEO)

"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩხოროწყუში ლევან იზორია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად იზორია ლესიჭინეს, ხაბუმეს და სოფელ ახუთის მცხოვრებლებს შეხვდა. იზორიამ ადგილობრივებს კოალიციის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გააცნო. სოფელ ახუთში სადაც მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრა გამართა ადგილობრივმა გამგეობამ შეხვედრის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე ნაციონალური მოძრაობის წინა არჩევნების პლაკატი ლოზუნგით „საქართველო სიღარიბის გარეშე" გააკრა.