საქმე ნანა ფაჟავას წინააღმდეგ(VIDEO)

საქმე ნანა ფაჟავას წინააღმდეგ(VIDEO)

ჟურნალისტ ნანა ფაჟავას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე 187-ე - სხვისი ნივთის დაზიანების მუხლითაა აღძრული და ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუსაოებს ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ფაჟავა პოლიციაში წუხელ დაკითხეს, მის წინააღმდეგ სარჩელი „სამეგრელოს მედია ორგანიზაციამ" შეიტანა.

ინციდენტი გუშინ ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მოხდა, მაშინ როდესაც „მაესტროს" ჟურნალისტი პაციენტის ნათესავთან ინტერვიუს იწერდა, მასთან „სამეგრელოს მედია ორგანიზაციის" წარმომადგენლები მივიდნენ და კამერით ჟურნალისტის გადაღება დაიწყეს. ფაჟავამ მათ გადაღების შეწყვეტა სთხოვა, თუმცა სმო-ს ჯგუფს ქმედება არ შეუწყვიათ, რა დროსაც მწყობრიდან გამოსულმა ჟურნალისტმა კამერას მიკროფონი დაარტყა. მედიაჯგუფის ჟურნალისტები რამოდენიმე კვირაა რაც გამოჩნდნენ. მათ რეგიონში კამერებით აღჭურვილი ათი ჯგუფი ჰყავთ. ისინი „ინფო 9"-ის, „მეცხრე არხის" და „მაესტროს" ჟურნალისტებს დასდევენ და მათ პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამენ.