ქობულეთში სოფელ თიკერში მოსახლეობამ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს ქვები დაუშინა და სოფლის დატოვება მოთხოვა. მოსახლეობის განცხადებით ისინი მხარს მმართველ პარტიას უჭერენ. ინციდენტში განსაკუთრებით სოფელ ცეცხლაურის გამგებელი და მისი იჯახის წევრები აქტიურობდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ქართული ოცნების წევრების რამდენიმე მანქანა. ქართული ოცნების ლიდერები ამ ფაქტს კარალეთის ინციდენტის გაგრძელებად აფასებენ. გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მოსახლეობამ საკუთარი აზრი კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ საარჩევო ყუთთან უნდა გამოხატოს.