ნაც.მოძრაობის დატოვება(VIDEO)

ნაც.მოძრაობის დატოვება(VIDEO)

ნაციონალური მოძრაობის წევრი ქართულ ოცნებაში გადავიდა. ანზორ დუმბაძემ ქობულეთის რაიონის სოფელ ხუცუბნის თემის სახელისუფლებო შტაბი დატოვა. დუმბაძე ხუცუბანში ნაციონალური მოძრაობის შტაბს 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მანმადე ის საკრებულოს წევრი და რაიონული რწმუნებულიც იყო. კოალიციაში გადასვლას დუმბაძე ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებით ხსნის.