არჩევნები, როგორც პოეტური ალიტერაცია

არჩევნები, როგორც პოეტური ალიტერაცია

რადგანაც საქართველო ბადახშია ბაჯაღლო, და თბილისი რჩება უპარლამენტოდ, დავიწყოთ XII საუკუნის სპარსი სუფი პოეტის, ფარიდ-უდდინ ათარის პოემით „ფრინველთა გაბაასება“.

ერთხელ ფრინველებმა გადაწყვიტეს, მეფე აერჩიათ და, რადგან ვერავისზე შეთანხმდნენ/რასაკვირველია, ყველამ სასტიკი უარი განაცხადა საკუთარ კანდიდატურაზე/ , ცნობილი თეთრი ყვავის/ეგება ის მაინც დავიყოლიოთ როგორმე და მეოთხედ დაგვიჯდეს თავშიო/, სიმორღ ამბროსიევიჩის რეზიდენციისკენ წავიდნენ.

რადგანაც გზა ძნელი და გრძელი იყო, თანაც ცა–ცა, ათასფრინველიან გუნდს გზაში უმეტესობა ფრინველებისა ჩამოეცალა (მაგალითად, თუთიყუში, ფარშევანგი, ინდოური, ჭოტი...).

დიდი ფრენის მერე კი დარჩენილი 30 ბატი, კვატი, ჩიტბატონა, სინდიოფალა და ბუ მიადგა სიმორღის საბრძანებელს.

ჰოდა, ტბას რომ მიუახლოვდნენ ამ სიმორღის სანახავად/როგორც მოგეხსენებათ, ეს უბედური სიმორღ ამბროსიევიჩი ტბის ფსკერზე განლაგებულ კრწაზილის რეზიდენციაში ცხოვრობდა/, საკუთარი ანარეკლი დაინახეს და სასტიკად გულდაწყვეტილებმა, მოუსწრიათ უკვე სხვა ფრინველებს, ჩვენამდე მოსულან და იყოლიებენ სიმორღ ამბროსიევიჩსო, ხელი ჩაიქნიეს და ასე ხელცარიელები გამობრუნდნენ უკან.

საწყალი სიმორღ ამბროსიევიჩი კი დღემდე ზის თავის ტბისქვეშა რეზიდენციაში და ელოდება და ელოდება, რითი ვერ ამირჩიეს მეფედ იმ უპატრონოებმა, რაღა მეგვიანებაო.

ეს ამბავი რატომ გამახსენდა?

საქართველოში სოციოლოგიური გამოკითხვების იაგო კაჭკაჭიშვილობაა.

რომელ გამოკითხვას არ ვენდოთ? ვისი ფულით არ ფინანსდება გამოკითხვები?

გადწვევები, თამადის არჩევნები საქართველოში აქამდეც ტარდებოდა და დიდი აურზაური და მიუსვლელობა მათ ჯერ არ გამოუწვევიათ. ჩემი აზრით, საკითხავი არა ის არის, რამდენად არსანდოა ესა თუ ის კერძი და სასმური, არამედ ის, თუ როგორ მოხდა, რომ თითქოს ერთი რიგითი, ჩვეულებრივი არჩევნები ეროვნულ საკითხად იქცა?

დიახ, ვისი გული არ აღივსება დღეს – რა უნდა ხალხს? ყოფნა – არყოფნა? სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? შეჩვეული ჭირი თუ შეუჩვეველი ლხინი?

რატომ დაინტერესდნენ პოეტები, იგივე პოლიტიკოსები/როგორც ცნობილია, ყოველი ქართველი – პოეტი ხომაა და ასევე პოლიტიკოსია/ მაინცდამაინც ახლა მოსახლეობის აზრით, – რომელიც ცოტა ხნის წინ დიდად არ ანაღვლებდათ,– იყიდდნენ თუ არა მათს კითხვებსა და დაპირებებს?

ისე მოხდა, რომ საქართველოში გალაკტიონის შემდეგ პირველად ტარდება პოეტი–მეფის /პოლიტიკოსის/ კონკურენტული არჩევნები.

მიუხედავად იმისა, რომ ვერლიბრის დონეზე „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ცალკარა „ქვების ომი“ აქვს გაჩაღებული რითმის მკვლელებისა და რიტმზე და ორდენებზე გაყიდულების იდეოლოგიური მეთაურობით, მათი სალექსო დაპირებები და სტროფები (რომლებსაც რთულია, ალუზია დაარქვა) გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, მით უფრო, რომ მოძრაობისტები/ოროსნების წესისდაგვარად/ პირწმინდად იწერენ ოცნებისტებისგან/, რაც მოსახლეობაზეა ორიენტირებული და არა მკითხველ საზოგადოებაზე.

ქართული პოეტური პარტიები /იხ. „ყველა ქართველი პოეტია!“/ ყველანაირად ცდილობენ მსმელებისა და მსმენელების გულის მოგებას.

საკითხავი ის არის, როგორ წარმოუდგენიათ მათ ის გული, რომლის შეღონებაც მოუწადინებიათ. საიდან იციან მოსახლეობის სურვილები და მოთხოვნები პოეზიასთან მოულოდნელი შეყრის შემდეგ? როგორია საქართველოს მოსახლეობის სამომავლო „კათარზისი“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პოეტთა თვალსაზრისით?

სწორედ აქ შემოდის ლექსის კითხვა, როგორც მოსახლეობის გემოვნების შესახებ წარმოდგენის შექმნის ერთადერთი საშუალება.

რატომ ერთადერთი? მაშ რამდენი?

საქართველო ტოსტსაბჭოთა ქვეყნად რჩება იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს მმართველი გუნდი და მოსახლეობა, რომლის წინაშეც მმართველი გუნდი არც პასუხისმგებელია და არც ანგარიშვალდებული ტოსტებით მიმართვისას (მმართველი გუნდისათვის ერთადერთი შემაკავებელი ძალა აქამდე ქვეყნის გარეთ, „დასავლეთში“ იყო თავისი ადისონანსური პოეზიით).

რატომ არ უწევს ანგარიშს მოსახლეობას მმართველი გუნდი? არა იმიტომ, რომ როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, ის, მოსახლეობა განსაკუთრებით ბოროტი ან ცინიკურია. მიზეზი არქიტექტურულია: ქართველი ხალხი, როგორც გამოსაძერწი სხეული, მუდმივად არ არსებობს. ის ჩნდება მხოლოდ არჩევნების დროს ან რეფერენდუმებისას, თუ არ ჩავთვლით კიდევ ერთ (ჩვევაში შეპარულ) საგანგებო საშუალებას: ამ სხეულის ქუჩაშ გამოტანას, კიბეებზე დადგმას, კარავში დასმა–წამოგორებას.

სხვა დროს მოსახლეობას მისი სახელით მოლაპარაკე ხუროთმოძღვარი აღიქვამს უბრალო ბიომასად, რომელიც უნდა გაგლისო, გათითხნო და ტელევიზორის წინ დააყუდო.

მოსახლეობას და მის „წარმომადგენლებს“ შორის კორიოლანუსი არ არსებობს. უფრო სწორად, კარიერიზმი ცალმხრივია: სეფე მოპოეტო (უკეთეს შემთხვევაში) ატყობინებს მოსახლეობას საკუთარი ტაეპებისა და რიტმების შესახებ (ამის საილუსტრაციოდ გამოგვადგება თუნდაც საქართველოს პრეზილენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შოთა რუსთაველისთვის გრიგოლ ორბელიანის ლექსის პირად საკუთრებაში გადაცემა/.

როგორც ბერძნული ტრაგედიებიდანაა ცნობილი/„შავი პოლკოვნიკების“ პუტჩი, დეფოლტის საფრთხე, ეკონომიკური კრიზისი, საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა ევროპის ჩემპიონატზე/, ხალხი, როგორც კმაყოფილი სხეული, ხშირად არ არსებობს და მოსახლეობასა და პოეზიას შორის შუამავლის ფუნქციას არაფერი ასრულებს პროზის გარდა. კითხვებით ფილოსოფია კი ხალხის სურვილის გაგებას ვერ ახერხებს, ხოლო ხუროთმოძღვრები საკუთარი ინტერპრეტაციის მეშვეობით საძერწ ხალხს თავისთვისვე სასურველ ფორმას ანიჭებენ: „ნაციონალური პოეზიისათვის„ ეს არის საბჭოთა კავშირს მონატრებული, მყიფე, იოლად დრეკადი მასა, რომელიც შეიძლება 30 ლარიანი ვაუჩერით დააბოლო და გაუშვა ნირვანაში. ამას გარდა, რაზეც ხალხი ოცნებობს, 37-მანეთიანი ბილეთებია „ლარისა ივანოვნაშეთში“ და ამ სურვილს თუ აუსრულებ, და „ბოინგის“ შტურვალთანაც დასვამ ყანწით ხელში, ის არათუ აგირჩევს პოეტების მეფედ, მერე შენს წიგნსაც იყიდის.

„ქართული პოეზიაც“ საბჭოთა ლექსთაწყობის ნოსტალგიაზე მიგვითითებს (ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ცხოვრება ისეთივე საინტერესო გახადოს, როგორიც საბჭოთა კავშირში იყო პოეზია).

რაც ორივე მხარის ფალავნებს, განსაკურებით მგოსან პალიკო კუბლაშვილსა და მგოსან ლევან ბერძენიშვილს აერთიანებს, ეს არის ხალხისადმი დამოკიდებულება: ერთისთვისაც და მეორისთვისაც ხალხი გამოსაძერწი საგანია, და არა პოეტური სხეული. ორივესათვის პოეტი არის არა ხალხის წარმომადგენელი, არამედ ხალხის გემოვნებაზე მზრუნველი (კეთილი) ავტორი.

 და მაინც, რომელია ის ქართველი ხალხი, რომლის სახელითაც დღეს ძაღლი და მამაძაღლი ჭამს და სკდება?

ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ის „ქართველი ხალხი“, როგორიც წარმოუდგენია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის პოეტიკას ზოგადად. ასეთი ხალხი არ არსებობს სერგო კაკალაშვილის პოეზიაშიც კი, არათუ დეფისთან. ის კონსტრუქციია - მათი წარმოდგენების, უმსჯელობების, უფენტეზიობის, უპროექციობის, ურწმენობისა და უინტერპრეტაციებისგან გამოძერწილი გოლდენბერგის არქეტიპი. ასეთი არქეტიპი (პოეტურ სხეულად ვერქცეული მოსახლეობა), რომელშიც პარადიგმისა და ქსენოფონტეს სულის ჩაბერვას ცდილობენ, ძალიან იოლად გადაიქცევა უმართავ შარადად, ბოსხად, დესტრუქციულ ალიტერაციად.

ასევე მგონია, რომ ქართველი ხალხი (როგორც პოეტური სხეული და არა როგორც ბიოპროზის საგანი) „დაიბადება“ არა მორიგი მიტინგის მიღების ან წარმატებული გაორდენოსნობის შემდეგ.

ქართული სახელმწიფო აშენებულად (ან, გნებავთ, დაშენებულად) ჩაითვლება არა ორსაწოლიანი საავადმყოფოს გახსნის, ან მორიგი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აუზში ხელ–ფეხის მტვრევის პრეზენტაციის დროს, არამედ მაშინ, როდესაც მოსახლეობა პოემურ სხეულად ჩამოყალიბდება.

ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პირველი კონკრეტული და კონკურენტული არჩევნები მოსახლეობის ისეთ ინტერესს გამოიწვევს, რაც მისი თვითპოეტური ენერგიის გააქტიურების კატალიზატორი გახდება მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

შემდეგი ნაბიჯი ახლო წარსულში რაიკომის მდივნების ინსტიტუტზე უარის თქმა და ახლო მომავალში თითმმართველობის რეფორმა უნდა გახდეს.

დანარჩენს კი პოეტ–პოლიტიკოსებს ვერ მოვთხოვთ. ვერც აბსტრაქტულ იდიომებს, წარმოსახვით სინონიმებს. დანარჩენი დამოკიდებული იქნება ყოველი ცალკეული მოქალაქე–პოეტის სურვილსა და უნარზე თავისი წვლილი შეიტანოს „რესპუბლიკაში“, საერთო პოეზიაში.

დღევანდელი „სამოქალაქო საზოგადოება„ (და არა საჯარისო), როგორც საბჭოთა ინტელჯენსერვისის მემკვიდრე სტრუქტურათა კონგოსომალი, როგორც ადგილობრივი თითმმართველობებისა და ბრიგადების სხვადასხვა სახის გაერთიანებათა აბლაბუდისგან შემდგარი პოლიტიკური ობობას ქსელი, არის ის ერთადერთი ხერხემალი, ან, გნებავთ, ვანო, რომელიც სახელმწიფოს მიეზიდება საკუთარი ზურგით საკუთარ ბუნაგში.

როგორც იტყოდნენ, როდემდე, კატილინა, როდემდე?!

მოკლედ: თუ ვერ იმარჯვებს ნამდვილი პოეზია, მის ადგილს იკავებს ცრუპოეზია.

ანუ, გიყვარს შენ, ქართველო, ლექსი–სამშობლო?!

და, რაღა თქმა უნდა, რითმიანი გიყვარს, ხომ?!

ჰოდა, ადექი მერე ნარდიანი თუ „ვობლიანი“ მაგიდიდან, გასაგებია, გეზარება, აქ, მაგიდაზე, „ვობლასთან„ და ყანწთან გირჩევნია/კი, სვამენ უკვე „პივასაც“ ყანწებით „პროდვინუტი“ ქართველები/ მაგრამ გადასდე როგორმე თავი ამ ერთხელ, მიდი, შედი იქ, „კაბინკაში“, დაფიქრდი ამ ერთხელ, მართლა ფიქრიანად, აწონილ–დაწონილად მოუხაზე ვისაც ჯერ არსს და ვალმოხდილი დაუბრუნდი საყვარელ პოეზიას, ასე რომ უხდება დალოცვილ ქართულ სუფრას.

და, სხვათა შორის, არა მარტო მას...

თუმცა, „გიყვართ, თქვენ პოეზია, ისე, როგორც „უყვარს„ მიშას“?!