გიგა ბუკიას კუთვნილი ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გაიყიდა(VIDEO)

გიგა ბუკიას კუთვნილი ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გაიყიდა(VIDEO)

კოალიცია „ქართული ოცნების" წევრის, გიგა ბუკიას კუთვნილი ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აუქციონზე გაიყიდა.

ბუკიას განცხადებით, იგი დაჯარიმებული იყო 190 000 ლარით, აუქციონიდან შემოსული თანხა კი 120 000 ლარით აღემატება ჯარიმის ოდენობას. ბუკია მოითხოვს ეს თანხა მის ანგარიშზე დაირიცხოს, რის შემდეგაც ის და მისი ოჯახის წევრები მას „ქართული ოცნების" ანგარიშზე შეიტანენ.